04:23
5 მარტი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება აპრილამდე შეჩერდა
19-01-2021

ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება 2021 წლის 1-ელ აპრილამდე შეჩერდა. როგორც ცნობილია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, მთავრობის მიერ ფრინველის ხორცის შესახებ მიღებული ტექნიკური რეგლამენტი 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, "ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადავადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მათი ცნობით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობებისა და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა.

ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, მათ შორის გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი 2025 წლამდე შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, რეგლამენტი გაციების მეთოდიდან გამომდინარე, ადგენს წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები