ლირაკუდა - ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი ფრინველი მსოფლიოში. ამ ფრინველს თითქმის ყველა ხმის იმიტირება შეუძლია. შეწყვილების პერიოდში ის იგონებს განსაკუთრებულ მელოდიას, რათა მდედრის ყურადღება მიიქციოს. ასეთი მელოდია დაახლოებით 20 სხვადასხვა ხმიანობას მოიცავს.
გარდა ამისა, მისი რეპერტუარი მოიცავს ბენზოხერხის ხმას, კარის ჭრაჭუნს, ელექტრო სათამაშოს წრიპინს .
ლირაკუდამ სახელი თავისი კუდის უნიკალური ფორმის გამო მიიღო- როდესაც ფრინველი შეწყვილების პერიოდში ცეკვავს და მღერის, ის ულამაზეს კუდს ზევით წევს და შლის.
ეს ფრინველი ზედმეტად მშიშარაა, ამიტომ მისი ფოტო-ვიდეოზე გადაღება იშვიათი შემთხვევაა.