Friends: The Reunion-ის პირველი, ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა და რთულია, მისი ყურების დროს ნამდვილმა ფანებმა ცრემლები შეიკავოთ.ტრეილერში უამრავ ნოსტალგიურ მომენტს აღმოაჩენთ: მსახიობები, რომლებიც პერსონაჟების ნაცვლად ნამდვილ მეგობრებად გვევლინებიან, სერიალიდან ცნობილ მომენტებს იხსენებენ: თამაშობენ გამოცნობანას.მეგობრების სამსახიობო გუნდთან ერთად ტრეილერის ბოლოში თვალს მოკრავთ ჯენისს, ცნობილი ფრაზით "Oh, my god!!"; რიჩარდს ჩვეული ულვაშით და ასევე ცნობილ ადამიანებს: კარა დელევინს და სავარაუდოდ არმადილოს კოსტიუმში გადაცმულ ჯასტინ ბიბერს. სპეციალური ეპიზოდი HBO Max-ზე 27 მაისს გამოდის.