საქართველოს პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით პარლამენტში ახლახანს შესული ოპოზიცია კომისიაში შესვლაზე უარს ამბობს, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა მუშაობის პროცესშიც აქვთ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან. კომისიის მუშაობის საკითხზე დასკვნას აპარატი მოამზადებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე გავა.
„ევროპელი სოციალისტების" წევრი ფრიდონ ინჯია კი კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ. როგორც ის აღნიშნავს, ყველა უბნის ნომერი ლოტოტრონში უნდა მოთავსდეს და იქედან სპეციალურად დაქირავებულმა მთვლელმა ნომრები თავად ამოიღოს.