ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, შიმშილის დასაძლევად პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას - Palitra News

ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, შიმშილის დასაძლევად პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას

2021-04-13 15:03:51+04:00

"ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის, რომ მოსახლეობის შიმშილის დასაძლევად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საგანგებო კომისია შეიქმნას.

გარდა ამისა, როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა დაინიშნოს.

დეპუტატი ამბობს, რომ მოსახლეობის 30 % ნიღბის გარეშე გადადგილდება და ამიტომ შტაბის მართვში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შს მინისტრის ჩართვაც აუცილებელია.