საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს. როგორც ცნობილია, გუშინ სოციალურ ქსელში "ფრესკოს" თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და "თანამედროვე მონობაზე" საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, "ფრესკოში" არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებენ.