კალიფორნიის შტატის ქალაქ ფალმ დეზერთში მდებარე სახლი Villa Maggio, რომელიც ლეგენდარულმა მუსიკოსმა, ფრენკ სინატრამ 1967 წელს ააშენა, უკვე 14 წელია, მისი გაყიდვა ვერ ხერხდება, უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ გამოიტანეს. მისი ფასიც უცვლელია, კარმიდამოს შეძენა 4,25 მილიონ დოლარად არის შესაძლებელი. ჟურნალმა People ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ოთახების დიდი ნაწილის დათვალიერებაა შესაძლებელი. ცნობილია, რომ დასვენებისა და განტვირთვისთვის არტისტის ერთ-ერთ უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენდა. 30 351 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მდებარე სახლში ხუთი საძინებელი და ექვსი სააბაზანოა განთავსებული. ეზოში კიდევ რამდენიმე ნაგებობას შეხვდებით - სტუმრებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში, სამი საძინებელი და ხუთი სველი წერტილია, ღია აუზის წინ მდებარე შენობა კი საძინებელს, ორ სააბაზანოსა და საუნას მოიცავს. გამწვანებულ ეზოში ჩოგბურთის კორტიც არის მოწყობილი.