ამბობენ, რომ ცნობილი მომღერლის, ფრედი მერკურის კატების მიმართ სიყვარული 1970 წლიდან დაიწყო, იმ დროს, როცა მეგობარმა მერი ოსტინმა მას ორი კატა უყიდა - ტომი და ჯერი. ბიოგრაფებისა და მათთან ერთად მომღერლის დამხმარე პიტერ ფრისტოუნის თქმით, როდესაც ფრედი თავის ჯგუფთან ერთად ტურნეში მიდიოდა, ის ოსტინს თავისი ფუმფულა კატების მოსაკითხად ხშირად ურეკავდა.
"კატები მისი ოჯახი იყო", - ცნობილ მომღერალს დაახლოებით 10 კატა ჰყავდა: ტიფანი, დორათი, დელილა, გოლიაფი, ლილი, მიკო, ოსკარი და რომეო. მერკური საშობაოდ თითოეულ კატას თავის სასაჩუქრე წინდას უმზადებდა, რათა მასში მოეთავსებინა სათამაშოები და სასუსნავები.კატების უმეტესობა მერკურისთან თავშესაფრიდან მოხვდა. დიდ ბრიტანეთში არის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ლურჯი ჯვარი", რომელიც დაავადებული ცხოველების განკურნებით არის დაკავებული. ფრედიმ ამ თავშესაფრიდან, ორი კატა აიყვანა.მომღერალმა საკუთარი სოლო ალბომი - Mr. Bad Guy-ი, საკუთარ კატას - ჯერის მიუძღვნა.ბოლო ალბომის "Innuendo"-ის, რომელიც მან ჯგუფთან ერთად ჩაწერა, გარეკანზე წარმოდგენილია მერკურის ნახატი, სადაც იგი გამოწყობილია მასხარას კოსტუმში, მხრებზე კატების გამოსახულებით. ალბომის ერთ-ერთი სიმღერის Delilah-ის ერთი მოსმენით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეძღვნება ქალს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფრედიმ ის კატებს მიუძღვნა. მომღერლის თაყვანისმცემლებმა იპოვეს კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც "Classic Queen"-ის დისკის შიგთავსში აღმოჩნდა და ის გადმოსცემს ფრედის სიყვარულს კატების მიმართ. რაც შეეხება მის უკანასკნელ პორტრეტს, მასზე გამოსახულია "ჟილეტით", რომელზეც კატის გამოსახულებებია. ეს ჟილეტი მას თავის უკანასკნელ ვიდეოშიც -"These Are The Days Of Our Lives" ეცვა.უნდა აღნიშნოს, რომ მერკურის ყველაზე ცნობილი კატა დელილა იყო - სამფერა გრძელბეწვიანი ბინადარი, რომელიც მომღერალმა 1987 წელს აიყვანა.