„რომანტიკული ეგოისტი“ ფრანგი მწერლის, ლიტერატურული კრიტიკოსისა და გამომცემლის , ფრედერიკ ბეგბედერის 318 გვერდიანი რომანია. წიგნი პირველად 2005 წელს ფრანგული გამომცემლობის, Grasset-ის მიერ, საფრანგეთში გამოიცა.
წიგნი დაფუძნებულია ავტორის პირადი დღიურის ჩანაწერებზე. პოპულარული ფრანგი მწერალი წიგნში საკუთარ ცხოვრებას აღწერს, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი მოვლენებით, მხიარული წვეულებებითა და საღამოებით, მისი თავისუფალი და გაბნეული ფიქრებით. წიგნის მთავარი გმირი და ავტორის პროტოტიპი - მწერალი, ოსკარ დიუფრენი მთელს თავის ცხოვრებას ელემენტარული ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ფლანგავს. გმირი დროდადრო იწყებს ფიქრს, თუ რატომ აირჩია ცხოვრების ეს წესი, და ზოგადად, რა არსი გააჩნია მის ყოფიერებას. ამავდროულად, იგი თავად საჭიროებს ნამდვილ სიყვარულსა და ყურადღებას, მაგრამ არა ის, რასაც თაყვანისმცემლები აძლევენ. როგორც წარმატებული მწერალი, ოსკარ დიუფრენი სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ბევრს მოგზაურობს. შესაბამისად, ყველაზე დიდ დროს აეროპორტებსა და კლუბებში ატარებს. იგი თავის დღიურში ჩანაწერებს მუდმივად აკეთებს, სადაც ყოველ წინა ღამეს აჯამებს.
ოსკარი უამრავი ქალისთვის სასურველი მამაკაცია, თუმცა იგი ქალებთან ურთიერთობას ისევე მალე ასრულებს, როგორც იწყებს. დადგება დღე, როდესაც მწერალს, საკუთარი თავისგან მოულოდნელად, თავდავიწყებით შეუყვარდება ქალი, რომელიც ამ გრძნობის წყალობით, მის ცხოვრებაში უდიდეს ცვლილებებს მოიტანს... თუმცა, ამავდროულად, წიგნის გმირი სერიოზული განსაცდელების წინაშე აღმოჩნდება... თავად ქალი კი, მისი უახლოესი მეგობრის, ლუდოს ყოფილი საყვარელია.
"რომანტიკული ეგოისტი" ქართულ ენაზე 2021 წელს გამოიცა და ამ დროიდან ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge