ფრანსუა პეშო "თიბისი ბანკზე" - მაშინ, როცა დეტალები არ ვიცით, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს აკეთებს - Palitra News

ფრანსუა პეშო "თიბისი ბანკზე" - მაშინ, როცა დეტალები არ ვიცით, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი თავის საქმეს აკეთებს

2019-02-15 15:21:36+04:00

მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ განაცხადა, რითაც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.