12:09
16 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Franprix-ი პროდუქტის მიწოდებას რობოტების საშუალებით იწყებს
25-04-2019

ფრანგული რითეილერი კომპანია Franprix-ი (ფრანპრიქს)მისი სუპერმარკეტების ქსელიდან პროდუქტების რობოტების მიერ მიწოდებას ტესტავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ტესტირება ამ ეტაპზე მხოლოდ პარიზის მასშტაბით ხდება, სადაც ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებლებს რობოტების მომსახურებით უფასოდ სარგებლობის საშუალება აქვთ. კომპანია ამ სერვისის შეთავაზებას მოხუცებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აპირებს.

მოწყობილობას 25 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია. ამასთან, მას აქვს ფუნქცია „მომყევი“, რომელიც ადამიანს პროდუქტების შეძენის დროს უკან მიჰყვება. მისი შემქმნელები სამომავლოდ გეგმავენ, რომ მომხმარებლებმა სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით შეიძინონ პროდუქცია, ხოლო რობოტმა ის სახლში მიართვას. ამისთვის კი მხოლოდ პაროლის შეყვანა იქნება საკმარისი.

რობოტების შექმნაზე ფრანგული სტარტაპი TwinswHeel-ი (თვინსჰილ) მუშაობს. შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით მსგავს სერვისზე მუშაობს ასევე Amazon-ი, მის რობოტს Scout (სქაუთ) ქვია და ისიც შინ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები