15 დეკემბერს, ფრანგულიმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა "სერვიე" საქართველოში ოპერირების 15 წლის იუბილე აღნიშნა. "სერვიეს" საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კომპანიამ 2003 წლიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა.
კომპანია "სერვიე" ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომპანიამ სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უამრავი სამეცნიერო პროექტი განხორციელა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია "სერვიე" კვლევით სექტორზეა ორიენტირებული და შემოსავლების 25%-ის ინვესტირებას ახდენს ახალი მოლეკულების აღმოჩენასასა და კვლევაში. კომპანიის იმიჯი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და პროგრესთან. აღსანიშნავია,რომ 94 მილიონი პაციენტი მსოფლიოში ყოველდღიურად "სერვიეს" მედიკამენტებით მკურნალობს.