"ფრანგი საქართველოს სათავეში" - საერთაშორისო მედია საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება - Palitra News

"ფრანგი საქართველოს სათავეში" - საერთაშორისო მედია საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება

2018-11-29 12:11:03+04:00

საერთაშორისო მედია საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. "მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ბალანსირების მომხრე კანდიდატმა პრო-დასავლური ორიენტაციის მეტოქე დაამარცხა" - ასე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ბრიტანულმა "როიტერსმა" შეაფასმა. ტელეკომპანია ბიბისიმ პოლიტიკური ორიენტაციის გარდა, აქცენტი ახალი პრეზიდენტის სქესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანის სათავეში ქალი პრეზიდენტი პირველად მოვიდა. სტატიაში ავტორი, ასევე წერს, რომ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" ელექტორატის მხარდაჭერის ინდიკატორია. მსგავსი მოსაზრება გააჟღერა "რადიო თავისუფლებამაც", რომლის შეფასებითაც ზურაბიშვილის მხარდაჭერით მმართველმა პარტიამ ჩატარებული არჩევნები საკუთარი მხარდაჭერის ერთგვარ ტესტად აქცია. ქართულ არჩევნებს გამოეხმაურა ფრანგული მედიაც. "ფრანგი საქართველოს სათავეში" - ამ სათაურით პუბლიკაციას ტელეკომპანია LCI აქვეყნებს, ტელეკომპანია France 24 კი წერს, რომ ყოფილ ფრანგ დიპლომატს და ახალ მეთაურს ქვეყანაში უფრო მეტად ცერემონიული როლი ექნება.