ფრანგი მილიარდერის, პინოების ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
"მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ კომპანია Artemis-ის ფონდებიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე", - განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.
პინოების ოჯახი კომპანიებს Artemis და Kering ფლობს.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.