ფერდინანდ ჩევალი ფრანგი ფოსტალიონია, რომელმაც თავისი ცხოვრების 33 წელიწადი ქვის სასახლის შენებას შეალია, რომელსაც "Palais Ideal" ("იდეალური სასახლე") უწოდა. ჩევალმა მშენებლობა 1879 წელს დაიწყო. როგორც თვითონ ამბობდა მისი შთაგონება უცნაური ფორმის ქვა აღმოჩნდა, რომელსაც ჩამოვლისას წამოჰკრა ფეხი. ამის შემდეგ მან ფოსტის დატარებისას დაიწყო ქვების შეგროვება და სახლში მიიტანა. თავიდან ჯიბეებში იწყობდა ქვებს, შემდეგ კალათა დაჰქონდა ამ მიზნისთვის, ბოლოს კი ურიკაზე გადავიდა. ხშირად მშენებლობაზე ღამეებსაც ათევდა და ზეთის ლამპის შუქზე მუშაობდა.