Framing Britney Spears — ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა FX-სა და Hulu-ზე, 5 თებერვალს შედგება. ფილმი, რომელიც მომღერლის მეურვეობის საკითხს ეხება The New York Times Presents სერიების ნაწილია და პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი იქნება.
ათწლეულზე მეტია, სპირსს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული აქვს, მისი მეურვე მამამისი იყო თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო უარი განაცხადა, ახლა მომღერლის ფინანსებს ლიცენზირებული მეურვე განკარგავს. მხარდამჭერები ბრიტნის მდგომარეობით შეწუხებულები არიან და მეურვეობის პირობები და მოტივები საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ ონლაინ კამპანია წამოიწყეს ჰეშთეგით — #FreeBritney