ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაბარებული მუნიციპალური ინსპექციის უფროსი საკრებულოში არ მივიდა. ოპოზიციის დეპუტატებს სურდათ მერიის წარმომადგენელთან დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასა და შენობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხზე საუბარი. ფრაქციის წევრების განცხადებით, დედაქალაქის მერია უპასუხისმგებლოდ იქცევა.
"მერია, როგორც ყოველთვის უპასუხისმგებლოდ მოიქცა. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა გაზის აფეთქების შედეგად არსებულ მდგომარეობაზე. თუ რას აპირებს მერია, რას გეგმავს პრევენციის მიზნით, მათ შორის ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხებზე. ასევე შაბათს მოხდა დიდი ტრაგედია, რომელიც მერიის მუნიციპალური ინსპექციის პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, რასაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამაზე ტრაგიკული და მნიშვნელოვანი რა უნდა მოხდეს, რომ მერია ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიდეს", - განაცხადა ფრაქციის თამჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.