ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" წლის ბოლომდე ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.მისივე განმარტებით, პროტესტი ქვეყანაში არსებულ ძალადობას და უსამართლობას უკავშირდება.თუმცა მოგვიანებით მმართველი გუნდი გამოეხმაურა რიგგარეშე სესიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბოიკოტის გამოცხადებას და განაცხადეს, რომ ბოიკოტი გამოწვეულია იმით, რომ არ ჩაერთონ პარლამენტის მუშაობაში და ხელფასი არ დაექვითოთ