საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" სახელწოდება შეეცვალა და მას "ევროპული საქართველო" ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს. ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა გააცნო. მისივე ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში დეპუტატების გადასვლის თაობაზე. წერეთლის ცნობით, მიღებული იქნება სხვა შიდაფრაქციული გადაწყვეტილებებიც, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეთანხმდნენ "გაზპრომის" საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოწვევის და უმცირესობის ფრომატში მოსმენის თაობაზე.