ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღევანდელ პლენარულ სხდომას, სადაც კენჭს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უყრიან, ბოიკოტს უცხადებს. როგორც ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, შოთაძის დანიშვნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და პარლამენტი მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტი ცნობად მიიღო.