ამერიკული მედია კომპანია Fox- ის წამყვანი მენეჯერები სექტემბრის ბოლომდე ხელფასებს აღარ აიღებენ.ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მიიღო.
როგორც Fox-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაჩლან მერდოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, ხელფასს არ აიღებს მამამისი რუპერტ მერდოკი, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ამასთან, ცნობილია, რომ 30 სექტემბრამდე ხელფასის 50%-ით ნაკლებს აიღებენ კოპრორაციაში მომუშავე მაღალი თანამდებობის 700-მდე პირი, მათ შორის, Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან სკოტი, Fox Entertainment-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩარლი კოლიერი და Fox Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შანკები.