ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას მძარცველი დაიღუპა - Palitra News

ფოთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობისას მძარცველი დაიღუპა

2018-07-23 10:59:46+04:00

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა, შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა.