ფოთში, "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა.
მოძრაობის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათ და მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.
გიგი უგულავას განცხადებით, „ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“.