ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რის გამოც დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდან გამოიძახეს.ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.