ფოთში, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დიდი ოდენობით საწვავი დაიღვარა. ავარიის დროს დაშავდა მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.