ფოთში, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულმა ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მათი თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, კორონავირუსზე გამეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.
მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.
ტრაილერის მძღოლების მოთხოვნას ფოთის მერმა უპასუხა. გოჩა კურდღელიას თქმით, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების მოთხოვნები, შესაბამისი სტრუქტურის მიერ უმოკლეს ვადებში გადაწყდება.