ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს. ავტოსადგურის დირექტორის დათო შონიას თქმით, ხელისუფლება მათ ალტერნატიული ფართის გამოყოფას დაჰპირდა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩებიან, მიმდინარე წლის იანვრის თვემდე არ დაჯარიმდებიან.შეგახსენებთ, რომ ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებიტ ემუქრება. როგორც მძღოლები ამბობენ, აღნიშნული ფართი იჯარით აქვთ აღებული და ტერიტორიის მოწესრიგება მეპატრონეს ევალება.