ფოთში, ნაბადის უბანში, მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა 30 ნოემბერს, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. მათ რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ნაბადის უბნის მცხოვრებლების თქმით, 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა.თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.