ფოთში, ნაბადის უნაბანში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ეკლესია გაქურდეს. მძარცველები ეკლესიაში კარების შემტვრევის შედეგად შევიდნენ. ეკლესიის მესანთლის სვეტლანა სიჭინავას თქმით, გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით გრძელდება.