ფოთში მამაკაცი მოკლეს - Palitra News

ფოთში მამაკაცი მოკლეს

2020-07-03 09:53:02+04:00

ფოთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობები მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.