ფოთში კორონავირუსზე 70 მეხანძრე-მაშველისა და მომსახურების სააგენტოს სამი თანამშრომლის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, მათ "პისიარ" ტესტი გუშინ ჩაუტარდათ. მისივე განმარტებით, კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. მხეიძე იმედს გამოთქვამს, რომ კოვიდზე მეხანძრე-მაჩველებისა და მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ტესტის პასუხები უარყოფითი იქნება.