ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. გაიმართა ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია. ქალაქის საპატიო მოქალაქეებად გერმანელი , პროფესორ ჰელმუნტ შნაიდერსი და ფოთთან დამეგობრებული, შვედეთის სამეფოს ქალაქ ოსტამარის მერი, იაკობ სპანგენბერგი დასახელდნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთის მერიასა და მხარის გუბერნიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.