ფოთში კომპანია „ჯეოსელის“ ოფისი გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. მოპარულია მობილური ტელეფონები. სამრთალდამცველებმა ცხელ კვალზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.