ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო - Palitra News

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო

2021-07-17 14:57:17+04:00

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ლოზუნგით "მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ შეიკრიბნენ. ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ.

შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

აღნიშნული პრობლემით გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ისინი სიტუაციას ადგილზე გაეცვნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ჩააყენებენ საქმის კურსში და შეკრებილების სამართლიან ბრძოლას ყოველთვის დაუჭერენ მხარს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 100-მდე ოჯახი გასახლებას ითხოვს. ისინი პარალელურად საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ.