ფოთში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა შეაღწია ეზოებშიც.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყოველი უხვი ნალექის დროს ეს პრობლემა აწუხებთ.
ფოთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და ქუცების დატბორვა უხვმა ნალექმა გამოიწვია.