ფოთში დაკავებულ ტაეკვონდოს სამ მწვრთნელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმოს და ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ერთ-ერთ დაკავებულს ექიმის დახმარება დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ 16 ივნისს, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე მწვრთნელებსა და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრს, გიორგი აბულაძეს ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.