ფოთში აქცია-მსვლელობა "ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერის სუნთქვა!" გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მიზანია იმის ჩვენება, რომ ფოთელები ერთმანეთს სოლიდარობას უცხადებენ და სურთ სუფთა ჰაერით სუნთქვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყოველ წელს ქაფშიის რეწვის სეზონზე უსიამოვნო სუნი აწუხებთ, რომელიც თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ვრცელდება. მათი თქმით, ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ქარხანა ფუნქციონირებს, რომლებიც სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებენ.