საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 3 ფოთში გამოვლინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ექთანია და მათ "კოვიდ 19" გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდათ. სამივე პაციენტი უსიმპტომოა და ისინი თვითიზოლაცია არიან გადაყვანილები.
კოვიდ კლინიკებში მკურნალობას 470 პაციენტი გადის, აქედან 19 არასრულწლოვანია და 20 ორსული. რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს აჭარას ამ ეტაპზე 58 ინფიცირებულის მიღება შეუძლია.