ფოთსა და დაბა გრიგოლეთში კომპანიები სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელს რამდენიმე წლით არ გადაიხდიან. ამის შესახებ მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების მიხედვით, კომპანიები მოსაკრებელს არ გადაიხდიან, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებლის წლიურ განაკვეთს ის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 5 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, კანონი გამონაკლისებსაც ადგენს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადასახადი 100 ათასი ლარია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორაზე და ქალაქ ფოთში მოსაკრებელი 250 ათასი ლარს შეადგეს.