ფოტოგრაფების საქმეზე გლდანის ციხის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები იკითხებიან. ალექსანდრე ჯანჯღავამ, რომელიც გლდანის ციხის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე იყო 2011 წელს, დაკავებული ფოტოგრაფების ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. მოწმის განცხადებით, ციხის იმდროინდელი უფროსის ალექსანდრე მუხაძის დავალებით ფოტოგრაფებთან საშვის გარეშე კონტრდაზვერვის თანამშრომლები შედიოდნენ. მისივე თქმით, ღამის საათებში ფოტორეპორტიორები ციხის ადმინისტრაციულ კორპუსში გადაჰყავდათ და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აიძულებდნენ. "ფოტოგრაფების საკნებში 24 საათი შუქი ენთო და მათზე განსაკუთრებული კონტროლი ხორციელდებოდა. მათ საკნებში სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული,"- განაცხადა პროცესზე მოწმე მამუკა რაზმაძემ.ფოტორეპორტიორების საქმეზე დაკავებულია კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ბრალდებულია გლდანის მერვე სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე, რომელიც ძებნილია.