ჩემი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას, რომლის დეტალებზე დღემდე არ მისაუბრია, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დაწყებამდე ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ განაცხადა. გედენიძე მასზე და კიდევ სამ ფოტორეპირტიორზე შანტაჟის ბრალდებით დაკავებულული დავით დევნოზაშვილის პროცესზე იკითხება.როგორც მან აღნიშნა, ფიზიკურ ზეწოლას მასზე ადგილი გქონდა ე.წ. მოდულის შენობაში გადაყვანამდე და გადაყვანისას. რაც შეეხება გლდანის ციხეში არსებულ ვითარებას, სადაც გედენიძე მასთან ერთად დაკავებულ გია აბდალაძესთან და ზურაბ ქურციკიძესთან ერთად გადაიყვანეს, ირაკლი გედენიძე იხსენებს, რომ "საპყრობილეში ამ ყველაფერს დაემატა კონტრდაზვერვის წარმომადგენლის, დავით დევნოზაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური შანტაჟი".