გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის სასამართლო პროცესი ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვით განახლდა.
საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, ბრეგვაძემ სასამართლოს წინა სხდომაზე ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა დეტალურად აღწერა. იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.
როგორც უფლებადმცველები აცხადებენ, ფოტოგრაფმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებიდან სასამართლოში რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა.რაც შეეხება თავად იაკობ ბრეგვაძის პოზიციას, როგორც ე.წ. ოქროს მოწმე აცხადებს, მას ჩვენება არ შეუცვლია.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.