ტყვიის საფასურში ახალგაზრდა კომუნისტის, ანდრო შავიშვილის ისტორია ცოცხლდება. როცა საქართველი ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს და დაამხეს ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელწმიფო, მაშინ ანდრო 14 წლის იყო. მოზარდი კომუნისტური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. მას დააჯერეს, რომ ჯერ დასავლეთს დაეწეოდნენ შემდეგ კი, გაასწრებდნენ კიდეც. დაარწმუნეს, რომ „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ და თუ კომუნისტების კადრი გახდებოდა ისიც დაიკავებდა გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებს... 23 წლის ასაკში დეზინფორმაციით მოწამლული ახალგაზრდა კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.ანდრო შავიშვილს ჯერ სანუკვარი პროფესიის დაუფლების საშუალება მისცეს. დართეს ნება, იმ ქვეყნის ისტორია შეესწავლა, რომელშიც ჩრდილოელმა მეზობლემა არაერთ გზის მოახდინა ოკუპაცია-ანექსია, რომლის სახელწმიფოებრივობის ჩამოშლაზე რუდუნებით ზრუნავდნენ რუსები და შეიარაღებული თავდასხმების გარდა, კარგად დამუშავებულ ჰიბრიდულ ომს უცხადებდა ჩვენს ქვეყანას.