ფოთის წისკვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.მისი თქმით, მათ ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ და მკურნალობას სახლში გააგრძელებენ. „სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 35 და 47 წლის მამაკაცები მოიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებოდათ. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და მდგომარეობა სტაბილური იყო“, - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.