ფოთის პორტში ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” შემოვიდა და მეორე ნავმისადგომზე დგას. გავრცელებული ინფორმაციით, ბორანზე უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან.მათ შორის უნდა იყოს “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი. ამ წუთებში ბორანზე სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები ხორციელდება და მხოლოდ პროცედურების დასრულების შემდეგ დაიწყება მგზავრების გამოყვანა.უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე საათია ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებიან.