ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. "დაიწვა ჩემი ორი მაღაზია, "ნისიების" რვეულიც იქ არის. ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი. აქ ღამე ითიშება ყველაფერი", - აცხადებენ მოვაჭრეები.
ხანძარი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია."ხალხი ისედაც განადგურებული ვართ და ახლა ეს დაგვემატა. დაიწვა ყველაფერი", - აღნიშნა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.