ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის თეა ბელქანიას ინფორმაციით, არც ერთს მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა. მისივე თქმით, "აღნიშნული სავაჭრო ცენტრი "ვითიბი ბანკის" საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა“, თუმცა ჯერჯერობით მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული. ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია.
იხილეთ:
ატირებული მოვაჭრეები ფოთის დამწვარ ბაზრობაზე - ერთ-ერთმა დაზარალებულმა ვენები გადაიჭრა