"ფოთის აეროპორტის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა და მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა. აეროპორტის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და გაკოტრების მმართველად "აღსრულების ეროვნული ბიურო" დაინიშნა. ბიუროს ცნობით, ფოთის აეროპორტის ქონების საბაზრო ღირებულებამ 23 050 ლარი შეადგინა. აეროპორტის ქონების რეალიზაცია საჯარო აუქციონზე მოხდა, სადაც ქონება ერთიანი კომპლექსის სახით 17 518 ლარად გაიყიდა.
ფოთის აეროპორტის მფლობელი არაბული კომპანია "რას ალ ხაიმა" იყო, რომელსაც აეროპორტი უნდა განევითარებინა. თუმცა გასული წლის სექტემბერში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ინვესტორისთვის ფოთის აეროპორტის 98.26%-იანი წილის მიყიდვის ხელშეკრულება შეწყდა.