2-წლიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიო პრემიერამდე 1 თვით ადრე, Universal Pictures-ის გადაწყვეტილებით, 19 მაისს საქართველოს კინოთეატრებში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ფორსაჟი 9“-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართა. საქართველოს გარდა ფილმის ჩვენება ჰონ-კონგსა და რუსეთშიც გაიმართა.ფილმის დაწყებამდე თბილისის ქუჩებში სპორტული მანქანებით მსვლელობა მოეწყო.აღსანიშნავია, რომ ზუსტად 2 წლის წინ თბილისსა და რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობდა.