„ფორსაჟი 9-ის“ 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. „ბიზნესპრესნიუსს“ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება. ამასთან, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე.ცნობისთვის, „ფორსაჟი 9-ის“ ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. მსახიობები კი - ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები არიან.